გიორგი ათონელი (1009-1065) ქართველი პროზაიკოსი, მთარგმნელი, საეკლესიო მოღვაწე, ათონის სალიტერატურო სკოლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი
წარმომადგენელი.
განაგრძო
ექვთიმე
ათონელის
საქმე
- ბიზანტიური
მწერლობის
ქართულად
თარგმნა,
თუმცა
სტილი
შეცვალა
- თარგმანი
ზუსტად
შეესაბამებოდა
დედანს.
დაიბადა
თრიალეთში
1009 წელს.
6 წლისა
ხახულის
მონასტერში
გადაიყვანეს,
შემდეგ
კონსტანტინოპოლში
სწავლობდა.
სამშობლოში
დაბრუნებული
ხახულის
მონასტერში
აღიკვეცა
ბერად.
მალე
შავ
მთაზე
დაემოწაფა
ქართველ
ბერს
გიორგი
შეყენებულს
და
3 წელი
იქვე,
რომანწმინდას
მონასტერში
ცხოვრობდა.
30 წლისამ
იერუსალიმის
წმინდა
ადგილები
მოილოცა
და
თავისი
მოძღვრის
შეგონებით,
1040 წელს,
ათონზე
მივიდა.
იყო
მონასტრის
წინამძღვარი,
თუმცა
1056 წელს
წინამძღოლობას
თავი
დაანება,
ანტიოქიაში
დამკვიდრდა
და
ლიტერატურულ
საქმიანობას
ეწეოდა.
1057 წელს
გიორგიმ
ანტიოქიაში
პატრიარქ
თეოდოსის
წინაშე
დაიცვა
ქართველთა
საეკლესიო
დამოუკიდებლობა.
